კობახიძე – ენმ-სა და გახარიას პარტიის თანამშრომლობაზე: ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები

„ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“ და მას კონკრეტულ ბრალს უყენებდა, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა. როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შეფასებების შემდეგ ამ პარტიებს შორის კოალიციის შექმნა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები.

„„ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“ და მას კონკრეტულ ბრალს უყენებდა, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა. როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები. ევროპაშიც მოქმედებს ეს პრინციპი, რომ ყველაფრის ფასად კოალიციების შექმნა არ შეიძლება და ასეთი აქტი არის არა კომპრომისებისთვის მზაობის გამოხატულება, არამედ ღირებულებების მიმართ კომპრომისის გამოხატულება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები