მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
სხდომის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.