გია ვოლსკი: მომავალში „ნაცმოძრაობა”, ალბათ, პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს და იქნება რადიკალური დაჯგუფება

მომავალში „ნაციონალური მოძრაობა, ალბათ, პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს, ეს იქნება რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ეცდება რევოლუციური სცენარი განავითაროს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მომავალში „ნაციონალური მოძრაობა, ალბათ, პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს, ეს იქნება რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ეცდება რევოლუციური სცენარი განავითაროს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხასიათის მქონე პოლიტიკური გაერთიანების ნიშა თავისუფალი იქნება და ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს „ტრიუმვირატი“, რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით, ისინი შეეცდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ნიშნები ჰქონდეს მათ გაერთიანებას, „ნაცმოძრაობას“ კი გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს რევოლუციური შტაბი და არა პოლიტიკური ორგანიზაცია.როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, სიტყვა „ნაციონალური“ და „ეროვნული“ არის აბსოლუტურად არარელევანტური ამ პოლიტიკური თუ რევოლუციური ჯგუფების დასახასიათებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები