არჩილ თალაკვაძე – “ნაცმოძრაობაზე”: უბრალოდ სირცხვილია და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ

გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უბრალოდ სირცხვილია და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე.

„ის [ტინი კოქსი] გახლდათ სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა ინიციატივით ევროპის საბჭოში, რომ რუსეთისთვის შეეჩერებინათ წევრობა. რამდენად მართალს ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიცია, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ბატონმა აკო მინაშვილმა ამ დარბაზში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში. გადასცეს რუსეთს სტრატეგიული ობიექტები, მოუხსნეს უვიზო რეჟიმი და გააცამტვერეს, გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უბრალოდ სირცხვილი და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 175 ხმით ევროსაბჭოს ტინი კოქსი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოც, რომელმაც მხოლოდ 44 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები