ლევან იოსელიანი: 219 ხმიდან 175 მიიღო ტინი კოქსმა – ყველას დაურეკა რუსეთმა და უთხრა, რომ მისთვის დაეჭირა მხარი? ეს ხომ უბრალოდ სისულელეა

219 ხმიდან 175 მიიღო ტინი კოქსმა. როგორ წარმოგიდგენიათ, ყველას დაურეკა რუსეთმა და უთხრა, რომ ტინი კოქსისთვის დაეჭირათ მხარი? ეს ხომ უბრალოდ სისულელეა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, რაც ხანდახან “ძალიან კომიკურ ფორმას იღებს”.

„219 ხმიდან 175 მიიღო ტინი კოქსმა. მას მხარი დაუჭირა დასავლეთ ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანამ, ბრიტანეთმა და როგორ წარმოგიდგენიათ, ყველას დაურეკა რუსეთმა და უთხრა, რომ ტინი კოქსისთვის დაეჭირათ მხარი? ეს ხომ უბრალოდ სისულელეა. ცდილობენ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ საკუთარი პარტიული რაღაც ინტერესისთვის. ხანდახან ეს ძალიან კომიკურ ფორმას იღებს ხოლმე. ეს ის შემთხვევაა, რომელმაც კომიკური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 175 ხმით ევროსაბჭოს ტინი კოქსი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოც, რომელმაც მხოლოდ 44 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები