ირანში აზერბაიჯანის საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია იგეგმება
თეირანში, აზერბაიჯანის საელჩო, უახლოეს დროში, თანამშრომლების ევაკუაციას გეგმავს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.
აზერბაიჯანში საელჩოზე თავდასხმა, დღეს ირანის დროით 08:30 საათზე მოხდა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, თავდამსხმელი უსაფრთხოების პუნქტთან მიიჭრა, და “კალაშნიკოვის” ავტომატიდან დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა.
ასევე დაჭრილია დაცვის ორი წევრი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თურქეთის და რუსეთის გარდა, მომხდარს აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა.
დიპლომატიური მისია სამძიმარს უცხადებს კოლეგებს და მათი ოჯახის წევრებს.
“ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომლის შედეგადაც ორხან ასკეროვი დაიღუპა და სხვები დაშავდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.