“მოდით, დავამარცხოთ მტერი”.- პოლონეთი უკრაინას 60 ერთეულ PT-91 ტანკს გაუგზავნის
პოლონეთის უკრაინას “ლეოპარდების” პარალელურად კიდევ PT-91 Twardy-ს ტიპის 60 ერთეულ ტანკს გადასცემს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა დაწერა, და ვარშავას და მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა სიტყვებით: “მოდით, დავამარცხოთ მტერი”.
PT-91 არის პოლონეთის მთავარი საბრძოლო ტანკი, რომელიც დაფუძნებულია საბჭოთა T-72M1-ის ლიცენზირებულ ვარიანტზე.
როგორც საკითხზე საუბრისას პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ თქვა, „ჩვენ ვცდილობთ მაგალითის მიცემას”.
“პოლონეთმა, ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ, გაგზავნა 250 ტანკი ან მეტიც. ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ევროპაში, რამდენი ტანკი გვაქვს უკვე მიწოდებული და რამდენად მნიშვნელოვანია, ასეთ ომში, თანამედროვე ტანკების არსებობა. რუსებს რამდენიმე ათასი აქვთ საწყობებში, ზოგიერთი მონაცემით 15 000-ზე მეტიც კი”.