ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად დაცვის ერთი წევრი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩოზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.

“თავდამსხმელი უსაფრთხოების პუნქტთან მიიჭრა, და “კალაშნიკოვის” ავტომატიდან დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა. ასევე დაჭრილია დაცვის ორი წევრი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს გამოძიება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები