ირაკლი ქადაგიშვილი: დავიღალეთ და დაიღალა საზოგადოება – სააკაშვილის მომხრეები მისი გარდაცვალების დაუსრულებელ ქრონიკას გვასმენინებენ

სააკაშვილს არაფერი სჭირს ისეთი გეუბნებით, სიმულაციის მიზნით, პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, ზღვარზე შეგნებულად მოძრაობს, თორემ მან რომ ჩვეულებრივად საკვები მიიღოს, არანაირი წონის პრობლემა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მომხრეები მისი გარდაცვალების დაუსრულებელ ქრონიკას გვასმენინებენ.

„დავიღალეთ და დაიღალა საზოგადოება… მისი მომხრეები მისი გარდაცვალების დაუსრულებელ ქრონიკას გვასმენინებენ. აქ არის მარტივად საქმე, ეს ადამიანი უნდა დაემორჩილოს ექიმების დანიშნულებას, უნდა იკვებოს ზომიერად. ვიცით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა „ემპათიის“ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ არ არის მეცნიერულად ბოლომდე დასაბუთებული და ამავდროულად სათანადო, ამიტომ ამ საკითხის განხილვა გაგრძელდება სასამართლოში.

მე რომ მოვხვდე საპატიმროში, მე შემიძლია, რომ ისეთი სიმულაცია გავწიო ან ისეთ კვების რეჟიმზე ვიყო, რომ გავხდე, იმ მიზნით, რათა რამენაირად პატიმრობას თავი დავაღწიო. სააკაშვილს ამის დიდი მხარდაჭერა აქვს იმიტომ, რომ 21 საათი „ლაივ რეჟიმში“ ცხოვრობს, ის არ არის ამ გაგებით რიგით პატიმართა მდგომარეობაში, მას აქვს უფლება, რომ ისიმულაციოს და ეს სიმულაცია უნდა იყოს ყოველმხრივ მხარდაჭერილი და სახელმწიფო უამრავ რესურსს ხარჯავს, რომ ამ სიმულაციის პირობებში მყოფი პაციენტი პატიმარი მაქსიმალურად კომფორტში ამყოფოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები