ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ უკრაინაში სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის, ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის, ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ.

„ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებულია, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან“, – აღნიშნა ნულანდმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის უახლესი მიღწევები.

„უკრაინამ არა მხოლოდ უნდა გადაიტანოს ეს ომი, ის უფრო ძლიერი, „სუფთა“, დემოკრატიული, უფრო ევროპული უნდა გამოვიდეს იქიდან. სწორედ ამისთვის იბრძვიან უკრაინელი პატრიოტები. ეს ასევე არის საკვანძო დახმარებაში, რომელსაც შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აწვდიან. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოსნები გაათავისუფლოს და მათი გადადგომები მიიღოს, ამ საკითხში უკრაინის სიმტკიცის ძლიერი სიგნალია“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები