აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების მიწოდება ბირთვული ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეული ტანკის მიწოდების შესახებ განაცხადა.