კახა კალაძე: გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში

გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims-ის სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თანხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ თანხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ხდება არაკანონიერი გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერი მიუთითებს, რომ პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს – შეინარჩუნოს მშვიდობა,  სიმშვიდე ქვეყანაში, გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით გარკვეული ცვლილება მოხდეს. იფიქრეთ და მიხვდებით, ვის ვგულისხმობ. ვინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას ქვეყანაში, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩართულიყო ომში და გაეხსნა მეორე ფრონტი, შეხიდებოდა და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვებგვერდ CS Victims-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები