ილია დარჩიაშვილი ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აქტიურ საპარლამენტო კავშირებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის და იმ გამოხატულ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენს ბრიტანეთის პარლამენტი. ასევე, საუბარი შეეხო ინტერპარტიული ჯგუფის ვიზიტს საქართველოში.

მხარეები  მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატს და მაღალი შეფასება მისცეს როგორც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს,  ისე მის საპარლამენტო განზომილებას.

მაღალი შეფასება მიეცა ასევე საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას მრავალმხრივ ფორმატებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები