ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და ხელი მოაწერა კომიტეტსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა პროექტების განხორციელების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

პარლამენტის ინფორმაციით, უნივერსიტეტში, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და მის როლზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. „საქართველო არის ევროპული ფასეულობების ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის იდენტობა, ისტორია და კულტურა საუკუნეების მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპასთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში, მომავალშიც ღირსეული ადგილი ეკავოს”, – აღნიშნა შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები