ირაკლი კობახიძე: უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას
“ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნიშნავს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას შეშვენის.
„მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებებს ხან პირდაპირი, ხან ირიბი ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნიშნავს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მოწოდებებს პრაქტიკულად ღია ფორმით აკეთებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის სერიოზული პრობლემა. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას”,- აღნიშნა კობახიძემ.