ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანის განცხადება სამწუხაროა

“კელი დეგნანის განცხადება სამწუხაროა. სამართლის უზენაესობის პრინციპი როგორც აშშ-ში უნდა იყოს აქტუალური, ასეთივე აქტუალობით სარგებლობს ის საქართველოსთვისაც”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

“აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით როცა ხდება სამართლის უზენაესობის პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა, ეს არის სერიოზული პრობლემა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სამწუხარო განცხადებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოთეტურია​დეგნანის განცხადებით, აშშ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები