ირაკლი კობახიძე: ვინც არ უნდა მოიგოს თავმჯდომარის არჩევნები, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვინც არ უნდა მოიგოს თავმჯდომარის არჩევნები, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება.

„არჩევნების გაყალბებაც და ოლიგარქიული გავლენებიც თურმე მათი ხელწერა ყოფილა. ყველამ კარგად ვიცით, რა პროცესები წარიმართება ამ პარტიის შიგნით. რეალურად, მძლავრობს ოლიგარქიული გავლენები, ამასთანაც არის დაკავშირებული ყველა პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით. მთავარია, რომ, ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი დასრულდება კარგად. კარგად ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, რადგან საბოლოო წერტილი მაინც იქნება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა. ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები – ერთმა მიმართულებამ თუ მეორემ, კეზერაშვილის კლანმა თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა, ასეც და ისეც – ეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები