უკრაინაში ოკუპანტების დღევანდელ იერიშს, სულ მცირე 11 ადამიანი შეეწირა

რუსი ოკუპანტების დღევანდელ სარაკეტო იერიშს უკრაინაში, სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 11 დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა, ოლექსანდრე ხორუნჟიმ განაცხადა.

მისი თქმით, რაკეტების ჩამოვარდა 11 რეგიონშია დაფიქსირებული.

დაზიანებულია სულ 35 შენობა, ყველაზე მეტი კიევის რეგიონში, გაჩნდა ორი ხანძარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები