ირაკლი ქადაგიშვილი: კინზინგერი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანია

კინზინგერის ასეთი პროპაგანდისტული მესიჯები გვიჩვენებს იმას, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს. ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას?”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას: “ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს?”.

ქადაგიშვილის შეფასებით,კინზინგერი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანია.

„საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 15 წელი იქნება მალე, რაც გაწყვეტილია. ამიტომ, საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს. ზოგადად, კინზინგერი არის ერთი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანი და საჭიროდ არ ვთვლი, რომ მის ამ პოზიციებზე რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები