გიორგი ამილახვარი – კელი დეგნანზე: სააკაშვილზე ასეთი განცხადებების გაკეთება, ვინც არ უნდა იყოს ის, მათ შორის ქალბატონი ელჩი, საზოგადოებაში გარკვეულ ორმაგ მიდგომებსა და აღქმებს აჩენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ასეთი განცხადებების გაკეთება, ვინც არ უნდა იყოს ის, მათ შორის ქალბატონი ელჩი, ეს აჩენს შემდგომ გარკვეულ ორმაგ მიდგომებსა და აღქმებს საზოგადოებაში, რასაც შემდეგ ჩვენ ამა თუ იმ საკითხზე ვხედავთ. არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის და ვერ იქნება, ვინაიდან კანონი და სიმართლე ამ საკითხზე არის ერთი და არის ის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის მიმართაც აღძრული იყო და არის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ, რძის პროდუქტებიან კონტეინერში, შეფარულად, არეულობის მოწყობის მიზნით გადმოკვეთა საზღვარი, შემოვიდა საქართველოში, ბუნებრივია, კანონის სრული დაცვით, იგი დააკავეს“, – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანი ჟურნალისტის კითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოთეტურია​დეგნანის განცხადებით, აშშ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები