დავით სონღულაშვილმა საფრანგეთის სენატის წევრს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა

????????????????????????????????????

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის წევრს რონან ლეგლოს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, სტუმარი სენატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების წევრია და ამავდროულად საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგებს წარმოადგენს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დავით სონღულაშვილმა სენატორს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პარლამენტების და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას. ფრანგმა სენატორმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წელს საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარულ სესიას უმასპინძლებს, სადაც ამ ორგანოში საქართველოს წევრად არჩევის საკითხი განიხილება. დღემდე, საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით არის წარმოდგენილი. სენატორმა თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა გამოთქვა ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად.
ფრანგული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩის მოადგილე საქართველოში რიშარ რეკენა და საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების კავშირის პრეზიდენტი ლუსინე ბარდონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები