დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, იარაღის მიწოდებაზე კი, რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება

“ხალხის ძალის” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, იარაღის მიწოდებაზე კი, რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება.

“კასიანოვი საგარეო უწყებაში კიდევ უფრო ხშირად უნდა იყოს დაბარებული, რადგან მისი ბევრი განცხადება გაუგებარია. ფრენებთან დაკავშირებული საკითხი იმ საერთო კონტექსტის ნაწილია, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიურად უნდა იყოს წარმოჩენილი. რუსეთთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია და შესაბამისად, მის აღდგენაზე საქართველო არ ზრუნავს, ეს არის რუსეთის გადასაწყვეტი. საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, ეს არის ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს უკან არც ერთ შემთხვევაში არ დაუხევია. იარაღის მიწოდებაზე კი, საქართველო საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება, რადგან ეს მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ამ თვალსაზრისით ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დგება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები