პეტრე ცისკარიშვილი „ნაცმოძრაობის“ არჩევნებზე: დარწმუნებული ვარ, რომ ხმების 60%-ზე მეტი იქნება ლევან ხაბეიშვილის

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ პარტიაში არჩევნების მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან ხაბეიშვილი პირველივე ტურში ამომრჩეველთა ხმების 60%-ზე მეტს მიიღებს.

„მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დამაჯერებელი უპირატესობით ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ მას დიდი მხარდაჭერა აქვს. 4 კანდიდატია და სხვა ორ კანდიდატს, ნიკა მელიას არ ვგულისხმობ, არ აქვს ხმების იმ რაოდენობისა და პროცენტის მობილიზების რესურსი, რომ მეორე ტური ამან გამოიწვიოს იმიტომ, რომ ხმების 50, 60%-ზე მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ლევან ხაბეიშვილის, ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. სწორედ ამაზე ვმუშაობთ, ვეხმიანებით ადამიანებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები