ნიკა მელია სააკაშვილის პატიმრობაზე: 28 საპროტესტო აქცია გაიმართა – ის, რომ არაფერი გავაკეთეთ, ამ შენიშვნას არ მივიღებ

28 საპროტესტო აქცია გაიმართა და სამწუხაროდ, უშედეგო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაზე საუბრისას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის არ მიიღებს შენიშვნას, რომ სააკაშვილის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.

„28 საპროტესტო აქცია გაიმართა და სამწუხაროდ, უშედეგო. უშედეგო იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პატიმარი, სამწუხაროდ. ის, რომ არ ვეცადეთ, ის, რომ არაფერი არ გავაკეთეთ, არ მივიღებ მე ამ შენიშვნას არასოდეს და საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები