ანრი ოხანაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი

ფაქტები მიუთითებს, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლესთან და სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს აქვს ნდობა.

„ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ევროპის ფარგლებში, ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუკი ვსაუბრობთ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ, შეფასებაში და პოლიტიკურ დისკუსიაში კი არ უნდა შევიდეთ, არამედ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით. ფაქტები მიუთითებს, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლესთან და სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს აქვს ნდობა. მოქალაქე სამართალს პოულობს საქართველოში, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში მიმართვა არ არის საჭირო“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, თუ 2012 წლამდე 4-6-ჯერ მეტი მიმართვიანობა იყო სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ, დღეს ეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი და თუ მაშინ წელიწადში 400-ზე მეტი საქმე შედიოდა, დღეს ეს არის წელიწადში მაქსიმუმ 140 საქმე.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, ეს არის სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მიზანს შედეგი უნდა ჰქონდეს ის, რომ მოქალაქემ დაკარგოს ნდობა სასამართლოსადმი. ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დაიწყო სისტემური რეფორმებით და ზოგადად იუსტიციის სფეროში რეფორმების შედეგად მოქალაქეებს დავუბრუნეთ ნდობა სასამართლოსადმი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები