ქადაგიშვილი – ხაბეიშვილზე: მისი აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადებაა, რომ მე უფრო მამლაყინწა ვარო

ეს არის მისი აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ მე უფრო მამლაყინწა ვარო, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„ეს არის მისი აუდიტორიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ მე უფრო მამლაყინწა ვარო. მეტი არაფერი. თუ ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ქართული პოლიტიკა შევარდნებით და გამოვარდნებით უნდა აწარმოოს, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა მისი ამომრჩევლის საქმე, თუ ასეთი ლიდერი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, – თქვა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები