ალეკო ელისაშვილი – ლევან ხაბეიშვილზე: პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს – როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს

“ლევან ხაბეიშვილის განცხადება არ არის სერიოზული, დარწმუნებული ვარ, შიდაპარტიული არჩევნები კარს მომდგარი რომ არ იყოს, ამას ხაბეიშვილი არ იტყოდა, მაგრამ თავმჯდომარეობა უნდა”,– ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილით არ უნდა ლაპარაკობდეს.

„უნდათ ისიც, რომ სააკაშვილზე მეტი სააკაშვილები იყვნენ და მეტი ხმა მიიღონ. რას ჰქვია, პატიმართან შევვარდეთ? ასეთი რამ 90-იან წლებში ხდებოდა, როცა პოლიციის განყოფილებებში შევარდებოდნენ და ხალხს გამოიხსნიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რაღაცისგან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები