ბექა ოდიშარია – ხაბეიშვილზე: ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და სააკაშვილს გვერდზე მიუსვან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს გამოიხსნის“.

„ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სიმართლე გითხრათ. რისი შემვარდნი და სად გამომვარდნია, ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული ის არ დარჩენილა, რაც ბოლოს გვახსენდება. ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, „ვივამედში“ არ მოუწევს მას ჯდომა და შეიძლება იმ ადამიანთან ერთად გადასვან ისეთ ადგილას, სადაც შევარდნას არ ვიცი და გამოვარდნას ვეღარ მოახერხებს”, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები