რატი იონათამიშვილი: რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გააქტიურებდა, მოსალოდნელი იყო, მაგრამ კასიანოვის ამ ნარატივში ჩაჯდომა უცნაურია
რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გააქტიურებდა, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ კასიანოვი ჩაჯდებოდა, ეს უცნაურია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.
„რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გააქტიურებდა, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ კასიანოვი ჩაჯდებოდა, ეს უცნაურია. უკრაინას ბელარუსიდან ელჩი არ ჰყავს გამოწვეული, რაც გაუგებარია. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. ასევე ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამაყობს თუნდაც იმით, რომ რუსეთი დამარცხებული ჰყავს სტრასბურგსა და ჰააგაში და მეტი პატივისცემა მართებს ყველას, როცა საქართველოზე დაიწყებს საუბარს, აღარ ვსაუბრობ დიპლომატიურ სტანდარტზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.