ნინო წილოსანი: ის რაც ახლა “ნაცმოძრაობაში” ხდება, ახალი არ არის – ისინი ყოველთვის მსგავს ბინძურ და მდაბიო ომს აწარმოებდნენ ძალაუფლებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ის რაც ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, ახალი არ არის. ისინი ყოველთვის მსგავს ბინძურ და მდაბიო ომს აწარმოებდნენ ძალაუფლებისთვის, როგორც შიგნით პარტიაში, ასევე გარეთ პოლიტიკაში.

ახლა უბრალოდ არსებული რეალობა გამოვიდა სააშკარაოზე, მთელი თავისი შინაარსით და ნამდვილი სახით. პროცესები კი როგორც განვითარდება, ესეც ლოგიკური და კანონზომიერი იქნება”,- წერს ნინო წილოსანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები