რატი იონათამიშვილი: ძალიან სასაცილოა, როდესაც რევოლუციაზე ისეთი პერსონაჟები იწყებენ საუბარს, როგორიც არის ხაბეიშვილი ან ამ პარტიის თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“აღიარეს, ფაქტობრივად, რომ მათ დემოკრატიული პროცესებით არანაირი წარმატების მოპოვება არ შეუძლიათ და მხოლოდ რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. მეორეს მხრივ, ძალიან სასაცილო არის, როდესაც რევოლუციაზე ასეთი პერსონაჟები იწყებენ საუბარს, როგორიც არის ხაბეიშვილი ან ამ პარტიის თავმჯდომარეობის სხვა დანარჩენი კანდიდატები. გააგრძელონ ამ სულისკვეთებით საუბარი, ამით ერთადერთი რასაც მიიღებენ არის, რომ კიდევ უფრო მეტად დააჩქარებენ “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობის პროცესს ქართული პოლიტიკური სივრციდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: “თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები