ზელენსკიმ ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ კულება დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

კულება კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2022 წლის თებერვლის დასაწყისიდან, რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე მუშაობდა.

24 თებერვალს კი, ზელენსკის მიერ გამოცხადებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში ის თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული.

მანამდე კი, აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა კირილ ტიმოშენკომ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები