უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჯარს მილიონი დოლარი შესწირა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ჯარის საჭიროებისთვის 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ზალუჟნიმ ეს თანხა უკრაინული წარმოშობის ამერიკელისგან, გრიგორი სტეპანცოვისგან მიიღო, რაზეც სტეპანცოვის ოჯახი საუბრობს.

იანვარში კი, გენერალმა მთელი მიღებული თანხა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესწირა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა გამოცემას ფაქტი დაუდასტურა.

უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, საწარმოებმა და ფიზიკურმა პირებმა, ჯარის საჭიროებისთვის 22,3 მილიარდი გრივნა, ანუ, დაახლოებით 500 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები