NYT: შეერთებული შტატები უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების წარმოებას ექვსჯერ გაზრდის

შეერთებული შტატები 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებას გაზრდის, რომლებიც კიევს, თვეში 90 000-მდე ერთეული სჭირდება.

ამის შესახებ New York Times-ი წერს.

„პენტაგონი მიზნად ისახავს 2 წლის განმავლობაში საარტილერიო ჭურვების წარმოება 500 პროცენტით გაზარდოს; ასევე, აიყვანოს საბრძოლო მასალის წარმოება, კორეის ომის შემდეგ არნახულ დონემდე; მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, რათა მოხდეს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც უკრაინის ომით არის გამოწვეული და შექმნას მარაგები”,- ნათქვამია მასალაში.

აღნიშნულია, რომ ძალისხმევა, რომელიც მოიცავს ქარხნების გაფართოებას და ახალი მწარმოებლების მოზიდვას, არის აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის “ყველაზე აგრესიული” განახლების ნაწილი, ბოლო 40 წლის განმავლობაში.

2022 წლის 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აშშ-ს არმია თვეში 14 400 უმართავ რაკეტას აწარმოებდა, რაც ამერიკელი სამხედროებისთვის ომის საწარმოებლად საკმარისი იყო.

თუმცა, კიევის საჭიროების შესაბამისად პენტაგონმა, ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, გაზარდა წარმოება სამჯერ, შემდგომ, კიდევ გაეორმაგებინა ის ორჯერ იანვარში, რომ საბოლოოდ თვეში, 90 ათასი ან მეტი ჭურვის წარმოება მოხერხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები