მედიის ცნობით, თურქეთმა შვედეთსა და ფინეთთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადადო

თურქეთმა შვედეთსა და ფინეთთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამი ქვეყნის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები, რომელიც ბრიუსელში თებერვალში უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატოს წევრობის შესახებ, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს მახლობლად ულტრამემარჯვენე ლიდერის მიერ ყურანის დაწვის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები