ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხაროა, რომ ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია დიპლომატიურ ჩარჩოებს – ეს არის აბსურდული განცხადება

სამწუხაროა, რომ ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეს არის აბსურდული განცხადება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ მეგობრებს და ანდრეი კასიანოვის განცხადება აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს.

„სამწუხაროა, რომ ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეს მარტივად რომ ვთქვათ. მეორეს მხრიდან, ეს არის აბსურდული განცხადება. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ ჩვენს მეგობრებს, დებს და ძმებს, დაეღწიათ თავი იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მათ სახელმწიფოში. ისინი თავს ნამდვილად გრძნობენ ნორმალურად და საქართველოს სახელმწიფომაც დაამტკიცა და დაანახა ყველას, ყველას დახმარების გარეშე, საკუთარი რესურსებით, რომ გვერდში დაუდგა ამ ადამიანებს. საუბარი საფრთხეებზე არის აბსოლუტურად გამოგონილი და უსაფუძვლო. რაც შეეხება, ამ კონკრეტული დიპლომატის განცხადებას, ვთვლი, რომ ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური განცხადება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის,საქართველოში უკრაინის საელჩო საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებათ. აღნიშნულის შესახებ Європейська правда-სთან ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები