ირაკლი ჩიქოვანი: საპარლამენტო ასამბლეამ გაითვალისწინა ჩვენი შესწორება იმის თაობაზე, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ დაწყებულა უკრაინიდან, არამედ არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელება

ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო კონცენტრირებული იმ უდიდეს გამოწვევაზე, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო და გაითვალისწინა ქართული მხარის შესწორება, რომელიც გულისხმობდა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა არ დაწყებულა უკრაინიდან, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელება.

„ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო კონცენტრირებული იმ უდიდეს გამოწვევაზე, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ. ჩვენ გვქონდა შესწორება, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა არ დაწყებულა უკრაინიდან, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელება. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო და გაითვალისწინა ჩვენი შესწორება. რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დოკუმენტის მიზანია, რომ რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებისთვის რეკომენდაციები წარედგინათ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები