არჩილ თალაკვაძე – მარია ბურიჩის განცხადებაზე: ეს არის მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველო ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება

ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. ქალბატონმა მარია ბურიჩმა პირდაპირ ისაუბრა საქართველოზე და მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარია ბურიჩის განცხადება მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარებაა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის პრიორიტეტია.

„გენმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველო არის პრიორიტეტი ევროკავშირისთვის და ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება. სხვა შემთხვევაში ამ დონის გამოსვლაში, ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურა ამაზე არ ისაუბრებდა. მადლობას ვუხდით პარტნიორებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს მალე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები