არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო ასამბლეამ რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა

საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით დაამტკიცა რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია და მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის პრიორიტეტად.

„ჩვენს დელეგაციას ძალიან ძლიერი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. რეზოლუცია გამოხატავს იმ პოზიციას, რომელიც აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოებას. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის პრიორიტეტად. რეიკიავიკის სამიტი იქნება მაღალი დონის ფორუმი, სადაც გვექნება შესაძლებლობა გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საერთაშორისო საზოგადოება დააფიქსირებს კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. დღეს მიღებული რეზოლუცია ამის მყარი საფუძველია “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები