ნიკა მელია: ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას გიორგი კირთაძე დაიკავებს.

მისი თქმით, კირთაძე არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური გამოცდილება საჭიროა მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში პარტიას გამარჯვება მოაპოვებინა. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა, უძლურია ფული და დაშინება. გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან, პარტიას მოამზადებს „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები