სოზარ სუბარი: ბატონმა კასიანოვმა „უკრაინსკაია პრავდას“ კი არა, იქნებ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაციას ვაპირებო – მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას და ვის მოუწევს სასწრაფო ევაკუაცია

ბატონმა კასიანოვმა „უკრაინსკაია პრავდას“ კი არა, იქნებ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაციას ვაპირებო – მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას და ვის მოუწევს სასწრაფო ევაკუაცია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სუბარის თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შხამი და ბალღამი, რასაც არ იშურებს საქართველოს მიმართ არაერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, აუცილებლად მოახდენს გავლენას იმ მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რაც ყოველთვის არსებობდა ქართველებსა და უკრაინელებს შორის.

„ბატონმა კასიანოვმა „უკრაინსკაია პრავდას“ კი არა, იქნებ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაციას ვაპირებო. მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას და ვის მოუწევს სასწრაფო ევაკუაცია.

ან კიდევ, უკრაინელი ლტოლვილები ჩვენთანაც რომ იმ პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია (კარვებში, მცირე ზომის საკნებად გადატიხრულ სპორტდარბაზებში და ა.შ.), წარმომიდგენია, რა წყევლა-კრულვას და რისხვას დაგვატეხდნენ თავს ბატონი კასიანოვი და მისი კიეველი უფროსები.

ისე, ინფორმაციისთვის, ბატონმა კასიანოვმა რომ იცოდეს: გაცილებით მეტი უკრაინელი და რუსი ცხოვრობს ერთმანეთის გვერდით პრაღაში, ვენაში, ბერლინში, პარიზში, მადრიდში… პერიოდულად (საქართველოსგან განსხვავებით), კონფლიქტებიც აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ არავინ ითხოვს ვინმეს ევაკუაციას.

ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, არის, რომ შხამი და ბალღამი, რასაც არ იშურებს საქართველოს მიმართ არაერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, დიპლომატი თუ ჟურნალისტი და ექსპერტი, აუცილებლად მოახდენს გავლენას იმ მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რაც ყოველთვის არსებობდა ქართველებსა და უკრაინელებს შორის“, – წერს სოზარ სუბარი Facebook-ზე.

ცნობისთვის,საქართველოში უკრაინის საელჩო საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებათ. აღნიშნულის შესახებ Європейська правда-სთან ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები