ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს მაღალი დონის რეზოლუციაში წარმოდგენილი იქნება ჩანაწერი, რომელიც ეხება დეოკუპაციას
ევროსაბჭოს მაღალი დონის რეზოლუციაში იქნება წარმოდგენილი ჩანაწერი, რომელიც ეხება დეოკუპაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გზავნილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის მხარდაჭერის გამოხატულება.
„დეოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ევროსაბჭოს მაღალი დონის რეზოლუციაში იქნება წარმოდგენილი ჩანაწერი, რომელიც ეხება დეოკუპაციას, ეხება სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას. ეს მორიგი გზავნილი არის მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.