უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა – კიევის ეკონომიკის სკოლა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი 138 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამის შესახებ კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებაშია ნათქვამი.

მთლიანი ზარალის ყველაზე დიდი წილი, დაზიანებულ ან დანგრეულ საცხოვრებელზე მოდის.

2022 წლის ნოემბრის ბოლოს გაკეთებულ შეფასებებთან შედარებით, ზარალის მთლიანი ოდენობა, თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

„რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას მასიური თავდასხმების, დაბომბვისა და საომარი მოქმედებების გზით აგრძელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ომის დროს სულ, დაზიანდა ან განადგურდა 149,3 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის: 131,4 ათასი კერძო სახლია; 17,5 ათასი კორპუსი და 280 საერთო საცხოვრებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები