მიხეილ სარჯველაძე: შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ კასიანოვის განცხადება იმავე ნარატივის გაგრძელებაა, რაც საქართველოს მიმართ გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას გულისხმობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეიძლება, ვარაუდი, რომ კასიანოვის განცხადება იმავე ნარატივის გაგრძელებაა, რაც საქართველოს მიმართ გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას გულისხმობდა.

„საფრთხე არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, სინამდვილეში, სრულიად სხვა მოტივები არსებობს, რომელიც კასიანოვს განსხვავებული მიდგომის მიზეზს აძლევს, რომ საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდეს. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაგრძელება იმავე ნარატივის, რაც საქართველოს მიმართ გულისხმობდა გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას. როგორ ჩანს, ეს არის დოლგოვის ან სხვა ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც ალბათ, წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ ისაუბრო და მეგობარ სახელმწიფოს უსურვო ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს და რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად, არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს მათი მოქალაქეების უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული კითხვები. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული, პარტნიორული განცხადება და განცხადება, რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის,საქართველოში უკრაინის საელჩო საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებათ. აღნიშნული
ს შესახებ Європейська правда-სთან ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები