პარლამენტის თავმჯდომარე ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

„მისი დამსახურება ფასდაუდებელია ამ დარგების განვითარებისთვის. იგი იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. ქართული საზოგადოებისათვის მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას“, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები