პოლონეთი ევროკავშირს Leopard 2-ების ღირებულების კომპენსაციის თხოვნით მიმართავს
პოლონეთი ევროკავშირს “ლეოპარდ 2”-ის ტანკების ღირებულების კომპენსაციის მოთხოვნით მიმართავს, რომელსაც უკრაინაში გაგზავნიან.
ამის შესახებ პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ეს იქნება ევროპელების კეთილი ნების კიდევ ერთი გამოცდა“, – თქვა მან.
პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის ნებართვა ოფიციალურად გაუგზავნა. ბერლინში განაცხადის მიღება დაადასტურეს.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ამ საქმეს განვიხილავთ იმ სასწრაფოდ, რასაც ის იმსახურებს“.
საკითხს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “ასეთი მიწოდება არ არის კარგი მომავალი ურთიერთობებისთვის. ისინი, აუცილებლად დატოვებენ გარდაუვალ კვალს ამ ურთიერთობების მომავალზე”, რომლებიც “ისედაც საკმაოდ დაბალ წერტილში იმყოფება”.