ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა ბელარუსს “თავდაუსხმელობის პაქტის” ხელმოწერას სთავაზობდა

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კიევი მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას სთავაზობდა.

ამის შესახებ მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე თქვა.

მისივე თქმით, დასავლეთის ხელშეწყობით უკრაინაში “ბოევიკებისა და ექსტრემისტების მომზადება გრძელდება”.

”მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, რომ ჩვენი ჯარები იქ არ გადავიდნენ. თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას გვთავაზობენ. მეორე მხრივ კი, ამზადებენ ამ ფეთქებად ნარევს და აიარაღებენ მათ”,- თქვა ლუკაშენკომ.

უკრაინის ხელისუფლებას ლუკაშენკას სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები