ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევის საშუალება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არეულობაა, რის შესაძლებლობასაც მმართველი გუნდი მათ არ მისცემს.

“გასული წლის 24 თებერვლიდან, ამ ადამიანებმა არაერთხელ სცადეს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი – ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი. ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი. ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია, არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები