ხაბეიშვილი – მელიაზე: ჭორაობა დაიწყო ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელმაც კამპანია გახსნა, რომ „ნაცმოძრაობას“ ახდის ფარდას

ჭორაობა დაიწყო ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელმაც კამპანია გახსნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახდის ფარდას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც თანაპარტიელ ლევან ბეჟაშვილის გავრცელებულ ინფორმაციაზე ნიკა მელიას პასუხს გამოეხმაურა.

„ჭორაობა დაიწყო ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელმაც კამპანია გახსნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახდის ფარდას. თავად დაიწყო ჭორაობა და თავადვე აუხსნას საზოგადოებას, თუ კობას გადადგომას მოითხოვდა კეზერაშვილი, მაშინ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს?! მელია ღიად საუბრობდა, რომ თუ მიშა სააკაშვილი იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის 5 ნომრით არ დადგებოდა გლდანში და მეტიც, წავიდოდა პარტიიდან“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის. აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და კეზერაშვილს მიმართა – „დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები