თალაკვაძე: რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, სადაც ნათქვამია – რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა

რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა განიხილა ჩვენი დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილება, შედეგად რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას.

რეზოლუცია გადის უკვე პლენარული სესიის სხდომაზე და კენჭისყრის შედეგად საბოლოო ვერსია დამტკიცდება, მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებას.

ეს სამიტი ეძღვნება და მიმართულია ევროპის კონსოლიდაციისკენ, ევროპის გაერთიანებისკენ იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც დღეს არსებობს კონტინენტზე. შესაბამისად, საქართველოს საკითხის მაღლა წამოწევა დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოსთან დაკავშირებული თემები ყოფილიყო მაქსიმალურად ასახული რეზოლუციის ტექსტში, ეს პროექტი გავა დასამტკიცებლად პლენარულ სესიაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები